logo
ENG



რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მხარი დაუჭირა

04 ოქტ 202212:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/zozmmyi2z11dqlp.jpg

რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებას.

რამდენიმე დღის წინ ანექსიას მწვანე შუქი აუნთეს რუსეთის დუმამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ. 

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ იყო განსაზღვრული.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს

პირველი ქვეყანა, რომელმაც არალეგიტიმურ რეფერენდუმს მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეაა. 


close დახურვა