რუსული წიაღისეული საწვავის ერა ევროპაში მთავრდება - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა მოსკოვის გადაწყვეტილებაზე. გაზს, როგორც იარაღს, პუტინი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ სულ უფრო აქტიურად იყენებს. პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეიდან შეუწყდა. მიზეზი საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. რუსეთის შანტაჟის წინააღმდეგ ქედს ვერ მოვიხრით, - ასე პასუხობს ევროპა კრემლის მიერ ამოქმედებულ მექანიზმს.
რუსეთის შანტაჟის ინსტრუმენტი
27 აპრ 202220:40
3 წუთის საკითხავი