logo
ENG



რუსეთის შეჭრიდან დღემდე 234 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან

01 ივნ 202221:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/7xbdy97gdc5n6so.jpg
UNHCR/Chris Melzer

ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დარია გერასიმჩუკის თქმით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე 234 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან - რუსეთში, ბელარუსში ან დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში.

გერასიმჩუკი ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ვინაიდან შეიარაღებული კონფლიქტების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ჟენევის კონვენციითაა დაცული.

"ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინელი ბავშვებისთვის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზარდებმა ვერ დაიცვეს ბავშვები უკრაინაში, მაგრამ უკრაინა აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რათა უზრუნველყოს ყველა ბავშვის კეთილდღეობა. ყველა უკრაინელს ესმის, რომ მომავალი არის ბავშვებში"- ამბობს გერასიმჩუკი.


close დახურვა