logo
ENG



რუსეთის ცენტრალური ბანკი: პერიოდი, როცა შეგვეძლო მარაგებით გვეცხოვრა დასასრულს უახლოვდება

18 აპრ 202222:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/18/i0nt9z8odbd4ncy.jpg

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, რომ "პერიოდი, როდესაც რუსეთს შეეძლო მარაგებით ეცხოვრა დასასრულს უახლოვდება".

როგორც ნაბიულინამ სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სასანქციო პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა კიდევ შეძლებს გარკვეული დროის განმავლობაში ფუნქციონირებას არსებული მარაგების გათვალისწინებით, თუმცა ეს მარაგები იწურება.

ნაბიულინა ამბობს, რომ უკვე მე-2, მე-3 კვარტალში რუსულ ეკონომიკას სტრუქტურული ტრანსფორმაცია და ბიზნესის ახალი მოდელების მოძიება.

"როგორც ცენტრალური ბანკი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პერიოდში გარკვეულ საქონელზე ფასების საგრძნობი ზრდა იქნება. ამიტომ ინფლაცია იქნება სამიზნე რიცხვზე მეტი... აუცილებლად უნდა გავიაროთ ადაპტაციის ეს პერიოდი. ამასთან, ინფლაცია არ უნდა გახდეს უკონტროლო, რომელიც შემდგომში ადამიანების შემოსავალსა და დანაზოგს აუფასურებს. იმედი გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 4% ინფლაციას დავუბრუნდებით", - აცხადებს ნაბიულინა.


close დახურვა