logo
ENG



რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე მარცვლეულის საკითხზე იმსჯელებენ

31 აგვ 202300:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/31/8tpzt6jhxdnk87k.jpg
Efrem Lukatsky/AP/File

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში მარცვლეულის მიწოდების საკითხზეც იმსჯელებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საუბარი შეეხება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ალტერნატივებს - შეხვედრები კვირის ბოლოს მოსკოვში გაიმართება.

ლავროვის უწყების განცხადებით, მინისტრები აპირებენ იმ ინიციატივის განხორციელების დეტალები განიხილონ, რომელიც კატარის ფინანსური მხარდაჭერით თურქეთისთვის 1 მილიონი ტონა რუსული მარცვლეულის შეღავათიან ფასად მიწოდების ორგანიზებას გულისხმობს.

მათი თქმით, მარცვლეული შემდგომ თურქულ საწარმოებში დამუშავდება და მიეწოდებათ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.


close დახურვა