logo
ENG



რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს დიპლომატებს გადაადგილებაზე შეზღუდვა დაუწესა

20 ივლ 202323:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/3yqm6q1v303muvh.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დიპლომატებს ქვეყანაში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაუწესა. ახალი წესი არ ეხებათ ელჩს, ელჩის მრჩეველს, საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსს მოსკოვში და გენერალურ კონსულს ეკატერინბურგში.

კერძოდ, სამინისტროში აცხადებენ, რომ "120-კილომეტრიანი თავისუფალი გადაადგილების ზონის" ფარგლებს გარეთ გამგზავრების შესახებ ხუთი სამუშაო დღით ადრე უნდა განაცხადონ.

ამის შესახებ ეცნობა გაერთიანებული სამეფოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, რომელსაც ასევე განუცხადეს, "რომ დაუშვებელია კიევის რეჟიმის ტერორისტული ქმედებების მხარდაჭერა".

"ასეთი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მოგზაურობის დროის, დანიშნულების, მგზარობის ტიპის, დაგეგმილი საქმიანი კონტაქტების, თანმხლები პირების, ტრანსპორტის სახის, სტუმრობისა და განსახლების ადგილების, ასევე მოგზაურობის მარშრუტის შესახებ", - განმარტავენ სამინისტროში.

ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ხდება.

ვენის კონვენციის თანახმად, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და რუსეთი ხელს წერენ, მთავრობებმა აკრედიტებულ დიპლომატებს "თავის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და მოგზაურობის თავისუფლება" უნდა მისცენ. თუმცა ქვეყანას აქვს უფლება გარკვეული რეგულაციები დააწესოს, როგორც ამ შემთხვევაში რუსეთი. 


close დახურვა