logo
ENG



რუსეთმა დღეს სამხედრო წვრთნები გამართა და ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა

26 იან 202214:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/26/8i3x4nsh4gabmjr.jpg
Reuters

რუსეთმა დღეს სამხედრო წვრთნები გამართა და ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალები და ტექნიკა გადაიტანა მომავალი თვეში დაგეგმილი წვრთნებისთვის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად, რომ უკრაინის კონფლიქტის გარშემო პარიზში 4-მხრივი მოლაპარაკებები იგეგმება.

ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთით, დამატებითი ძალების მობილიზებით რუსეთი თავდასხმისთვის ხელსაყრელ ახალ ფრონტს ქმნის.

ინტერფაქსის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედრო პარაშუტისტების ჯგუფი ბელარუსში ოთხშაბათს გაიგზავნა, ერთი დღის შემდეგ, რაც საარტილერიო და საზღვაო ძალები ჩავიდნენ ბელარუსში შემდეგ თვეში დაგეგმილი საერთო წვრთნებისთვის.

ინტერფაქსი იუწყება, რომ რუსეთმა ბელარუსში სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში შესული გამანადგურებელი სუ-35-იც გაგზავნა. გარდა ამისა, რუსული საარტილერიო ძალები სამხრეთით, უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის რეგიონში სავარჯიშო გასროლისთვის ემზადებიან, რაც თავდაცვის მინისტრის თქმით სამხრეთის სამხედრო დანაყოფის ბრძოლისთვის მზადყოფნის შემოწმების ნაწილია.

რუსეთის ჩრდილოეთით კი საბრძოლო გემები კი ბარენცის ზღვაში შევიდნენ, არქტიკასა და ჩრდილო ფლოტში გემების ხაზის დასაცავი წვრთნებისთვის. მოსკოვმა საზღვაო წვრთნები გასულ კვირას დააანონსა.

კრემლი საფრანგეთს, გერმანიასა და უკრაინას ნორმანდიის ფორმატში სასაუბროდ პარიზში, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო მობილიზების ზრდის ფონზე უნდა შეხვედროდა.

ნორმანდიის ფორმატი უკრაინის აღმოსავლეთში ომის დამთავრებას ემსახურება.  კიევი და რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს წლების მანძილზე ხვდებოდნენ, თუმცა შეხვედრებს პროგრესი არ ჰქონია. დღეს დაგეგმილი შეხვედრა კი დაძაბული ვითარების ფონზე პოზიტიურ დიპლომატიურ ნიშნად  შეიძლება აღვიქვათ. კრემლის წარმომადგენლის თქმით პარიზში მოლაპარაკებები გრინვიჩის დროით 11 საათზე დაიწყება.

მოსკოვი კვლავ ირწმუნება, რომ არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას თუმცა დასავლეთი აგრესიის შემთხვევაში რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს, ბრიტანეთმა თავის მხრივ აღნიშნა რომ იმავეს გაკეთებას არც ის გამორიცხავს.

 

close დახურვა