logo
ENG



რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა - შედეგად, ორეხოვოში 2 ადამიანი დაიღუპა

10 ივნ 202319:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/yud6fstzwxy86x9.jpg
Ukrainskaya Pravda

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს. შედეგად ქალაქ ორეხოვოში 2 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იურიი მალაშკო ავრცელებს.

უკრაინული გამოცემა Pravda-ს ცნობით, დაღუპული 54 წლის ქალი და 58 წლის კაცი ცოლ-ქმარი იყვნენ.

ერთი ადამიანი დაშავდა პრეობრაჟენკაში. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ერთი ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებზე თავდასხმების შედეგად" - განაცხადა მალაშკომ.

 

close დახურვა