logo
ENG



რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 10

31 ივლ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/sti2a7dwfq9pd35.jpg

დღეს დილით რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ცნობით, ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი, ადგილზე ახლა მაშველები მუშაობენ.

ამასთან, რუსებმა სარაკეტო შეტევა ხერსონში განახორციელეს. ქალაქის ცენტრზე რუსებმა გრადებით მიიტანეს იერიში. რუსული ძალების სამიზნე კერძო საწარმო იყო, რომლის თანამშრომელიც ადგილზე დაიღუპა.  


close დახურვა