logo
ENG



რუსეთმა მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

21 აპრ 202221:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/133hayo3rfp5cxy.jpg

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების 29 მოქალაქეს, რომელთა შორის ბიზნესმენები, ტოპ-მენეჯერები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან, სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქციების შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ Meta-ს (Facebook-ის) დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და Bank of America-ს ხელმძღვანელი ბრაიან მოინიჰენი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება უწყვეტ ანტირუსილ სანქციებსა და "რუსოფობიურ დამოკიდებულებას" უკავშირდება. უწყებაში ამბობენ, რომ პერსონალური სანქციები გაფართოვდება. 


close დახურვა