logo
ENG



რუსეთმა სამი ნორვეგიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

27 აპრ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/50jd673edh037st.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა სამი ნორვეგიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნორვეგიამ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის საპასუხოდ, სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

2 აპრილს უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქი ბუჩაც.  

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. მათ ნაწილს ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.


close დახურვა