ღამით უკრაინამ რუსეთის მიერ ოდესის ოლქში გაშვებული 13 შაჰიდის ტიპის დრონიდან 3 ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10 უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო სივრციდან გაქრა.
ასევე, რუსულმა მხარემ უკრაინის მიმართულებით სამი Kh-59/69 საჰაერო-ზედაპირული რაკეტა გაუშვა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.
საჰაერო თავდასხმა საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა, მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების რადიოელქტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა მოიგერიეს.
მსხვერპლსა და ნგრევასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.