logo
ENG



რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ძებნაში გამოაცხადა

16 აპრ 202411:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/16/b6tgfs9bb49t1cb.jpg

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ძებნაში გამოაცხადა და ბასმანის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააკავა. როგორც სახელმწიფო გამოცემა TASS წერს, ძებნაში გამოცხადებული გიორგი გელაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სნაიპერია.

გიორგი გელაშვილს ბრალად ედება მედიასაშუალებების გამოყენებით სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში, ძალადობის მუქარაში, ასევე, დაქირავებულ მებრძოლობაში.

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი და მისი მოადგილე ლევან ფიფია დაუსწრებლად დააკავა. ისინი საერთაშორისო ძებნაში არიან გამოცხადებულნი.


close დახურვა