logo
ENG



რუსეთმა ხარკივი დაბომბა - უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

16 სექ 202313:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/w9ik0lkvpsxa2vc.jpg

რუსულმა ძალებმა ხარკივი დაბომბეს. უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკივს სულ მცირე 4-ჯერ დაარტყეს.

უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა