logo
ENG



რუსეთს მესამე არმიის კორპუსი უკრაინაში გადაჰყავს - CIT სამხედრო ტექნიკის ფოტოებს აქვეყნებს

27 აგვ 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/27/y8p8e79oefima9l.png
ფოტო: Conflict Intelligence Team

კონფლიქტების დაზვერვის გუნდის [Conflict Intelligence Team] ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ, ახლახან შექმნილი მესამე არმიის კორპუსი უკრაინაში გადაიყვანეს.

CIT-ში ამბობენ, რომ ორგანიზაციის მოხალისეებმა აღმოაჩინეს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რკინიგზის საშუალებით რუსეთს უკრაინაში სამხედრო ტექნიკა გადააქვს, კერძოდ - ბუკის კომპლექსი და T80BV და T-90M ტანკები. ტექნიკა ნიჟნეგოროდსკის ოლქიდან უკრაინის საზღვრისკენ, კერძოდ როსტოვის ოლქისკენ გადაადგილდება.

"ტექნიკა დაიძრა 22 და 24 აგვისტოს. სამხედრო ტექნიკის გადასროლა მეტყველებს იმაზე, რომ მესამე არმიის კორპუსიც გადაჰყავთ უკრაინის ტერიტორიაზევე. სრული კომპლექსი თუ არა მისი ნაწილი მაინც", - წერია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გეგმავს რუსეთის სარდლობა აღნიშნული ძალების გამოყენებას, თუმცა ეშელონების ბოლო წერტილი (ნეკლინოვკას სადგური), რომელიც მდებარეობს როსტოვის რეგიონის სამხრეთით, ყველაზე ახლოს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებთანაა.

CIT-ის წყარო ამბობს, რომ კორპუსი "შედარებით კარგად არის დაკომპლექტებული ტექნიკით, თუმცა მოხალისეები არ გამოირჩევიან საბრძოლო სულისკვეთებით, დისციპლინითა და სურვილით დაეუფლონ მათთვის მომზადებულ ახალ ტექნიკას".


close დახურვა