logo
ENG



რუსეთში CIA-სა და FBI-ს ვებსაიტებზე წვდომა დაბლოკეს

27 იან 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/27/64de59belk877gr.jpg

როსკომნადზორის მოთხოვნით, რუსეთში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ვებსაიტებზე წვდომა დაბლოკეს. ასევე წვდომა შეიზღუდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე - Rewards for Justice. ესაა საიტის პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ ინფორმაციისთვის აშშ ჯილდოს იხდის.

საიტების დაბლოკვის მიზეზი არ სახელდება.

გასული წლის მაისში სახელმწიფო დუმაში, უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა განაცხადა, რომ CIA-ს მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები იყო ღალატის წაქეზება და "გადაბირების უხეში მცდელობა".

2 მაისს CIA-ს Youtube არხზე რუსულ ენაზე ვიდეორგოლი გამოქვეყნდა, რომლითაც იტყობინებოდნენ, როგორ შეიძლებოდა უსაფრთხოდ მათთან დაკავშირება ინფორმაციის გადაცემისთვის.


close დახურვა