რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციას რუსული გამოცემა Ria news ავრცელებს.
თვიმთფინავი მენზელსინკში ჩამოვარდა. ამ დროისთვის 7 დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა მოხერხდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავის ბორტზე 22 ადამიანი იყო, 20 პარაშუტისტი და 2 ეკიპაჟის წევრი.
L 410 ტიპის თვითმფრინავი რუსეთში რეგიონულ რეისებს ასრულებდა.