კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში ერთ დღეში თითქმის 6 ათასით გაიზარდა. დაავადებულთა საერთო რიცხვი უკვე 74 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 66 პაციენტი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელმა 681-ს მიაღწია.
მოსკოვის ხელისუფლებაში საავადმყოფოების გადატვირთვის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს მოსკოვში 57 კლინიკა ემსახურება.