logo
ENG



რუსეთში დამოუკიდებელი მედია DOXA-ს ყოფილ რედაქტორს დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

30 სექ 202422:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/inhrts7pc8kbopq.png

რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალება DOXA-ს ყოფილ რედაქტორს, მარია მენშიკოვას რუსეთის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

მენშიკოვა გაასამართლეს 2022 წელს სოციალურ პლატფორმა VK-ში დაწერილი ორი პოსტისთვის, სადაც მას რუსეთის სასამართლო "ტერორიზმის გამართლებას" ედავებოდა. თითოეული პოსტისთვის მენშიკოვას 3.5 წელი, ჯამში კი 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.

პოსტებში ჟურნალისტი საზოგადოებას სთავაზობდა წერილი მიეწერათ პოლიტპატიმრებისთვის - სამი მათგანი სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდებაში იყო მსჯავრდებული, სამი კი ბელარუსის ერთ-ერთ ქალაქში რკინიგზის სადგურის კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში.

ის ამჟამად რუსეთში არ ცხოვრობს. იანვარში DOXA "არასასურველ ორგანიზაციად" დასახელდა.

მენშიკოვას წინააღმდეგ საქმე გასული წლის აპრილში აღიძრა.


close დახურვა