ევროკავშირის ელჩმა რუსეთში, მარკუს ედერერმა თანამდებობა 2022 წლის 1 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 2 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ედერერმა წასვლის მიზეზები არ დააკონკრეტა. "ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე" - თქვა მან.
მარკუს ედერერი თითქმის ხუთი წელი მუშაობდა ევროკავშირის ელჩად რუსეთში.
ედერერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რუსეთში.
"ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სივრცე, რომელიც სულ უფრო შეზღუდული იყო ხელისუფლების მიერ." - თქვა ედერერმა. მას საუბარი ჰქონდა ნებისმიერი აზრის გამოთქმის უნარზე.
ვინ ჩაანაცვლებს ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩად, ჯერჯერობით უცნობია.