რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი დოჟდი გათიშეს.
მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, ხსენებული მედია საშუალებები "რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკის დაცვის სპეცოპერაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ".
უწყებაში ამბობენ, რომ ეხო მოსკვის და დოჟდის მიერ განთავსებული მასალა "შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ასევე მოწოდებას აქციებში მონაწილეობისკენ და შეგნებულ ცრუ ინფორმაციას".
როსკომნადზორმა პროკურატურის მოთხოვნა შეასრულა.