რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის, Чёрные глаза გამორთვის გამო, ევროპული საქართველოს წევრს, გიორგი კანდელაკს სცემეს.
ინფორმაციას თავად კანდელაკი ადასტურებს. მისი თქმით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რუსთაველის გამზირზე ვიყავი, რუსული სიმღერა იყო ჩართული და გამოვრთე. რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ერთი ადამიანი გამომეკიდა. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა", - განაცხადა კანდელაკმა ფორმულასთან საუბრის დროს.
კანდელაკის თქმით, მან უკვე შეატყობინა პოლიციას რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.