logo
ENG



რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს

14 აპრ 202118:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/14/zlkrpto05nkb0b9.jpg

რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თეატრის მსახიობს ძალადობაში ნინუცა მაყაშვილი ადანაშაულებს. მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ როცა მსახიობ ბესო ზანგურზე იყო დაქორწინებული, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.

ინტერვიუში მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს. მაყაშვილი, გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

ბესო ზანგური ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა ზანგურს თეატრში ტოვებენ.


close დახურვა