რუსთავი - თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნა. ინფორმაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ავრცელებს.
"ჩვენი ძლიერი გუნდი რუსთაველებისთვის. რუსთავიდან თბილისში მუნიციპალური ავტობუსები ივლიან. დღეიდან ვიწყებთ მუშაობას სერვისის გაუმჯობესებაზე! სტუდენტებისთვის განსაკუთრებული შეღავათი 50 თეთრი, სტანდარტული 1, 50 თეთრი", - წერს ლაცაბიძე.