logo
ENG



რუსთავის N6 ციხესთან ოჯახებმა პატიმრებისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარება გააპროტესტეს

21 აგვ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 

პატიმრების ოჯახის წევრებმა რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრებისთვის აქცია გამართეს და პატიმრებისთვის სათანადო სამედიცინო სერვისებზე წვდომა მოითხოვეს.

მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ და მათ სატელეფონო საუბრები შეზღუდული აქვთ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პატიმრებს რამდენიმე თვეა ეუბნებიან, რომ ექიმი შვებულებაშია და ისინი სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებენ.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ციხეში 5 პატიმარი შიმშილობს და მათ სამედიცინო დახმარება სრულადაა უზრუნველყოფილი.

„ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. არ ვიცი ეს პატიმრები როგორები გამოვლენ ამ ციხიდან. ჩვენ ხომ რამე განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, პატიმარიც ადამიანია, უფლებები აქვს. როგორ შეიძლება ყველანაირი უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ ამ პატიმრებს“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

close დახურვა