logo
ENG



რუსთავის აზოტის მუშაობა მე-5 დღეა, შეჩერებულია

01 მაი 202112:25
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის აზოტის მუშაობა მე-5 დღეა, შეჩერებულია. 

გაჩერებულია საწარმოო პროცესი. 

ქარხნის თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გაფიცვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. 

შესაძლოა, გაფიცული თანამშრომლები "აზოტის" ხელმძრვანელობას დღეს შეხვდნენ.  

სავარაუდოდ, ქარხნის მენეჯმენტი დღეს იტყვის, რამდენი პროცენტით გაიზრდება გაფიცულების ხელფასები, თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, ხელფასის 50%-ით მომატება უალტერნატივო მოთხოვნაა. 

"ველოდებით. ხვალაც აქ ვიქნებით, ზეგაც. გვინდა, რომ გადაგვიხადონ ის, რაც გვეკუთვნის". - ამბობს აზოტის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

გაფიცულები პროფკავშირშიც გაერთიანდნენ. 


close დახურვა