რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, დავით იშხნელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მისი განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ბოლოს 6 ოქტომბერს იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ცნობით, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ხოლო ნაწილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
დღეს 13 ოქტომბერს, საქართველოში COVID-19-ის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 329.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 7 736 PCR ტესტირება ჩატარდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 12 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.