logo
ENG



რუსთავის საკრებულოს წევრი: დაინფიცირებულ დეპუტატს ურთიერთობა ჰქონდა მოქალაქეებთან

03 აპრ 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

ცნობილია, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ გამოცხადდება თუ არა მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ  საკარანტინო ზონად  რუსთავი ჯერჯერობით უცნობია.

საკრებულოს დეპუტატის გარდა, ინფიცირებულია მისი დედაც და მამაც. ცოლი და 2 შვილი კი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. 

ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატის მშობლების სახლში ჩატარდა დეზინფექცია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ. 

მეზობლები კი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საკრებულოს დეპუტატის დედა არ უნხავთ სახლიდან გარეთ გამოსული. 

ამ დროისთვის დეპუტატისა და მისი ოჯახის შემთხვევაზე 50 პირია იდენტიფიცირებული. ისინი თვითიზოლაციაში არიან, მათ შორისაა 20 საკრებულოს დეპუტატი.

როგორც საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანა შატბერაშვილი აცხადებს, 27 მარტს დეპუტატი სხდომას ესწრებოდა.

„27 მარტს ეს დეპუტატი სხდომას ესწრებოდა. მეტ-ნაკლებად დისტანცია იყო დაცული, რაც იმ პერიოდისთვის იყო მოთხოვნილი. დეპუტატების უმრავლესობა ვიყავით პირბადეებით“, - განაცხადა შატბერაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს წევრის „ევროპული საქართველოდან“ ნინო იმედაშვილის თქმით, დეპუტატი ესწრებოდა ღონისძიებებს.

„დაინფიცირებულ საკრებულოს წევრს ვრცელდება იინფორმაცია, რომ ჰქონდა ურთიერთობა თვითიზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებთან და მეორეს მხრივ, ურთიერთობდა სხვა მოქალაქეებთან და ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებებს“, - განაცხადა იმედაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თვდაპირველად კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დედას დაუდასტურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვირუსი საკრებულოს წევრსა და მის მამასაც აღმოაჩნდათ. 

ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 27 პირი.



close დახურვა