რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპროტესტო აქცია დაიწყო.
ადგილზე შეკრებილები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და პარტიის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
"მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე თავისუფალი ადამიანი. ამ ადამიანმა თავისი თავდადებით, თავისი თავგანწირვით მოგვცა მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკანშია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკანი მალე დაიმსხვრევა, მიხეილ სააკაშვილი მალე გამოვა გარეთ და ისევ ჩაუდგება სათავეში ბრძოლას, რომელსაც ჩვენ მისი თაოსნობით აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ამ რეჟიმსაც გავისტუმრებთ და ისევ დავიწყებთ იმ ქვეყნის მშენებლობას, რომელსაც ქვია განვითარებული და წარმატებული ქვეყანა". - თქვა ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, დღეს დღის წესრიგში დგას მხოლოდ ერთი მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.
"მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი და ის, თუ როგორ წარიმათება პოლიტიკური პროცესები საქართველოში. როგორც მიხეილ სააკაშვილი იბრძვის, ისე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში". - ამბობს უდუმაშვილი.
დღევანდელი აქცია ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილია - მათი განცხადებით, მიმდინარე კვირაში ისინი პერმამენტულ აქციებს გამართავენ როგორც რუსთავის ციხესთან, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 6 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბული და როგორც ნიკა მელიამ თქვა, "განსხვავებული აქცია" გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსი