საქართველოდან უკრაინაში ექსტრადირებაზე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვას, - ეს განცხადება ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა მასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მსჯავრდებული სააკაშვილი დღეს იურისტების გუნდმა პირველად მოინახულა. მათი ინფორმაციით, სააკაშვილი მხნედაა და საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩასართავად ემზადება. მისი მხარდამჭერი აქცია დღეს რუსთავის ციხესთან გაიმართა.
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
04 ოქტ 202120:02
3 წუთის საკითხავი