რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას არასრუწლოვანი გოგო ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ფორმულას განუცხადეს, რომ ეკიპაჟს მისვლისას მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.