რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარ ავარიას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ინფორმაცია ფორმულანიუსს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ონლაინ გამოცემა ინფო რუსთავი-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის მოაჯირი შეანგრია და ბორდიურზე ავარდა.