5-დღიანი ძებნის შემდეგ, რუსთავში, მდინარე მტკვარში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ბიჭი მდინარე მტკვარში შევიდა და დინებამ გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოზარდი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 23 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.