რუსთავში 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.