logo
ENG



რუსთვის მე-16 საპატიმროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 სექ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 
რუსთვის მე-16 საპატიმროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მე-16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სამსახურის ცნობით, ინფიცირებულია გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელი, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

"დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ინფიცირებული თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია და  მასთან მიმართებით ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.


close დახურვა