logo
ENG



რუსთვის საკრებულოს დეპუტატები და თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან

02 აპრ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის საკრებულოში კარანტინია გამოცხადებული თანამშრომლების გარკვეული ნაწილი თვით იზოლაციაში იმყოფება, რადგან  საკრებულოს ერთ ერთი დეპუტატის  დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. იქიდან გამომდინარე რომ დეპუტატს შემხებლობა ჰქონდა დედასთან, მასაც ჩაუტარდა კვლევა.

დეპუტატის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია და ის იმყოფებოდა  თვით იზოლაციაში,  რადგან ეროვნული ბანკის თანამშრომლებს აღმოაჩნდათ კოვიდ 19.

რუსთავის ცენტრალური კლინიკის დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი თვდაპირველად კლინიკაში მაღალი ტემპერატურითა და წელის ტკივილით შეიყვანეს.

„მოხდა მისი კლინიკური დიაგნოსტიკის კვლევა. შევიტანეთ ეჭვი, რომ შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსთან რაიმე კავშირი. ლუგარის ცენტრთან გვქონდა აქტიური კონტაქტი. ისინი გუშინ დილით ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში იყო დასკვნა, დადებითი პასუხი და მოხდა მისი შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა. წელის არეში ტკივილი და სიცხე ჰქონდა. ანამნეზის შეკრებისას წინააღმდეგობრივი ინფორმაცია იყო“, - განაცხადა ბახტაძემ. 

გარდა ამისა, საკრებულოსთან იმყოფებოდა წითელი ჯვრის თანამშრომელი, რომელიც ასევე აპირებს თვითიზოლაციაში ყოფნას, რადგან მასაც ჰქონდა შეხება საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან. 

ცოტა ხნის წინ რუსთავის საკრებულოში სადეზინფექციო სამუშოები ჩატარდა.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 130 პირს დაუდასტურდა. აქედან, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. 

კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში უკვე დაფიქსირებული შიდა გადაცემის ფაქტები. 


close დახურვა