საქართველოს ისტორია იცნობს მოღალატეებს და მათ შორის თავის არასაპატიო ადგილს გივი ვანიშვილი აუცილებლად დაიკავებს. უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი, საქართველოში დაბადებული ვანიშვილი უკვე რამდენიმე თვეა ზეტ-არმიაში ჩაეწერა, ამას არც მალავს და სხვებსაც მოუწოდებს რუსების მხარეს გადასვლისკენ. ღალატის ამ ღია აქტს არ გამოხმაურებია ქართული ოცნების არც ერთი წევრი. მაშინ როცა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებს ყველა ფეხის ნაბიჯზე პრობლემებს უქმნიან და ისიც კი იკადრეს კიკუსთვის შეედარებინათ. დროებამ ზუსტად ერთი წლის წინ მოიპოვა ინფორმაცია და მოამზადა რეპორტაჟი სუს-ში სპეციალური დანაყოფის შექმნის შესახებ, რომელსაც უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ ინფორმაციის შეგროვება და თვალთვალი დაევალა. გმირებისთვის პრობლემების შექმნის და მოღალატეების შესახებ დუმილის პარალელურად თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა კიევ-პეჩერის ლავრის რუსებისთვის გადაცემის მოთხოვნით. ამ დროს, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირების დიდი ნაწილი პირდაპირ არიან ბრალდებულები ჯაშუშობასა თუ დივერსანტობაში. გუშინ კი ერთ-ერთ გავლენიან მღვდელმთავარ - პაშას შიდა პატიმრობა მიუსაჯეს, მასაც რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობას ედავებიან. ვინ არიან რუსი ქართველები, დროება გიჩვენებთ.
რუსი ქართველები უკრაინაში - დროება
02 აპრ 202321:07
3 წუთის საკითხავი