რუსმა ოკუპანტებმა ლუჰანსკის სოფელ პრივოლიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი - 11 და 14 წლის, დაიღუპა.
ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, თავდასხმის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა - ქალი (69 წლის) და ორი (12 და 8 წლის) ბავშვი.
გაიდაი ამბობს, რომ რაკეტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. მან მოსახლეობას მოუწოდა, სახიფათო რაიონი დატოვონ.