logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

15 სექ 202209:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/pvnhgc1k9x5dym1.jpg

ხარკივის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მისი თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმს სტუმრობდა, სადაც მან უკრაინის დროშა აღმართა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 სექტემბრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა ხარკივის ოლქში ტერიტორიის 8 500 კვადრატული კილომეტრი, 388 დასახლებული პუნქტი და 150 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა