logo
ENG



რუსმა სამხედროებმა კასპთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა

09 დეკ 201923:10
3 წუთის საკითხავი
 
36gr6lg4352m6ur.jpg

რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის 4 მკვიდრი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც.

უწყების ცნობით, შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა, სუს-მა გააქტიურა "ცხელი ხაზი" და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას(EUMM) ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ცხელი ხაზის" ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა მყოფი არასრულწლოვანი უკვე გათავისუფლებულია და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.


close დახურვა