logo
ENG



რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა

30 მარ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრ-პოინტის ერთერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა. მან 4-წლიანი პატიმრობა მოიხადა. 

"მაქვს ძალიან დიდი სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც გვენდო, წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად დაზარალდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, რომ პრობლემა დასრულდეს, მაგრამ ახლა იმედი მოგვეცა, რომ იწყება მშენებლობა 1 თვეში მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინებში, მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები. ყველასთან ვთანამშრომლობთ", - თქვა მან ჟურნალისტებთან.

კერვალიშვილს პატიმრობა თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისების გამო ჰქონდა მისჯილი. ამავე საქმეზეა მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილიც, რომელსაც ასევე 4 წელი აქვს მისჯილი, თუმცა, მას სხვა ეპიზოდზე კიდევ 7-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


close დახურვა