logo
ENG



რუსუთი საქართველოში ხუთი ინსტრუმენეტით მოქმედებს-გრიგოლ ლილუაშვილი

16 ოქტ 201912:46
3 წუთის საკითხავი
clock 233
syrm2l97j3e61sw.jpg

 

გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის მოსმენა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ ლილუაშვილამა დეპუტატებს მიმართა. მან უწყების ნომერ პირველ გამოწვევად რუსული ოკუპაცია დაასახელა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საქართველოს საზღვრებზე და ასევე გაიხსენა გუგუტიანთკარში არსებული სიტუაცია. მისივე თქმით, გამოწვევად რჩება ჰიბრიდული ომი და რბილი ძალა. 

"რუსუთი საქართველოში ხუთი ინსტრუმენეტით მოქმედებს - საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმი, საინფორმაციო ომი, რბილი ძალა, ეკონომიკური ექპასნსია და ბოლოს ფარული ოპერაციები",- განაცხადა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების განხილვა ისევ გრძელდება. ამჯერად დეპუტატები გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

ლილუაშვილი ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

 


close დახურვა