რუსულ - ჩინური ინტერესები ანაკლიაში - დასავლურის ნაცვლად - რა რისკების მომტანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პორტის მშენებლობა იმ ფორმით, როგორც ამას ოლიგარქი გეგმავს. სტრატეგიული პროექტიდან ამერიკელი ინვესტორების გაძევების შემდეგ, ხელისუფლება არჩევანს ჩინურ კომპანიაზე აკეთებს, საბოლოო შეთანხმებები სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გაფორმდება. ეს კი სპეციალისტებისა და ხელისუფლების ოპონენტების თქმით, წმინდად გეოპოლიტიკური არჩევანია.