logo
ENG



რუსული აზიმუტი ივლისიდან ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს

11 ივნ 202416:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/g6phf3fed1la58g.jpg

რუსული ავიაკომპანია აზიმუტი ივლისიდან მოსკოვიადან ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს. ინფორმაცია აზიმუტის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა. 

რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. 

აზიმუტმა საქართველოში ფრენები 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო - თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც - ვიტალი ვანცევიპაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს


close დახურვა