უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ტარას ვისოცკის თქმით, უკრაინაში საწყობებში შენახული 300 000 ტონამდე მარცვლეული გასულ კვირას რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურდა.
ვისოცკი აცხადებს, რომ ომის დაწყებისას მიკოლაევის პორტის, რომელიც უკრაინაში უდიდესი აგრიკულტურული ტერმინალია, საწყობებში 250 000-დან 300 000 ტონამდე მარცვლეული, ძირითადად ხორბალი და სიმინდი ინახებოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევი რუსეთს სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებში ადანაშაულებს, რისი მთავარი მიზანიც, უკრაინის თქმით, მსოფლიოში საკვების კრიზისი გამოწვევაა.
მოსკოვი უკრაინიდან საკვების ექსპორტის შეფერხებასა და მსოფლიოში საკვების ფასის ზრდას დასავლეთის სანქციებსა და უკრაინის მხრიდან შავი ზღვის დანაღმვას აბრალებს.
ტარას ვისოცკიმ 7 ივნისს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებზე ბლოკადას არ გააუქმებს, უკრაინა თვეში მაქსიმუმ 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს შეძლებს.
მისი ცნობით, ომამდე უკრაინა ყოველთვიურად 6 მილიონი ტონა მარცვლეული გაჰქონდა ექსპორტზე.