logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში 1 ადამიანი დაშავდა

02 სექ 202214:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/rtdy1ocq171vbie.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

"ღამით მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია რეგიონს. “გრადოვიდან” ნიკოპოლის რაიონს დაარტყეს. კრასნოგრიგორიევსკის თემში 56 წლის მამაკაცი დაშავდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა," - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რეზნიჩენკოს თქმით, რუსების თავდასხმის შედეგად ჩერვონოგრიგორივის თემის ორ სოფელში 1 სახლი დაინგრა, 16 კი დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა