უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად მიკოლაივის რეგიონში, ქალაქ ნოვი ბუგში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომელთა შორისაც 2 ბავშვია.
"გუშინ, 24 აგვისტოს, ნოვი ბუგზე თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათგან 2 ბავშვია, 10 და 16 წლის. დაზიანდა 20 საცხოვრებელი კორპუსი," - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.