logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქ ბახმუტში 1 ადამიანი დაიღუპა

27 ივლ 202214:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/27/sajmbloiq2v5kwj.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში 1 ადამიანი დაიღუპა.

კირილენსკოს თქმით, რუსული ძალების მხრიდან  დაბომბვისას ორსართულიანი სასტუმრო ნაწილობრივ დაინგრა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტის მახლობლად მდებარე რამდენიმე დასახლება ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა