ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად ხარკივის ოლქში 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
სინეგუბოვის თქმით, დაღუპულია 50 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავებულთა შორის არის 13 წლის ბიჭი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში იზიუმის, ხარკივის, ბოგოდუხოვსკისა და ჩუგუევსკის რაიონებს შეუტიეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.