საქართველოში ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეების პირველი ტალღის შემოსვლისას სპეციალისტები გვაფრთხილებდნენ, რომ ეს უკონტროლო შემოდინება მოკლევადიან შემოსავალზე გაცილებით მეტ პრობლემას მოიტანდა. რაც სამწუხაროდ ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რა სიახლე შემოიტანეს ტურიზმისა და ბიზნესსექტორში ჩვენს ქვეყანაში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა. 100 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე საქართველოში ხანგრძლივი ვადით დაფუძნდა, შეიძინა უძრავი ქონება და ბიზნესსაქმიანობაც წამოიწყო; რაც ტურიზმის, უძრავი ქონების თუ სხვა სექტორში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს. ამ კვირაში დროების გადამღებმა ჯგუფმა სამეგრელოს, აჭარისა და გურიის ზღვისპირეთში იმოგზაურა, რათა საკუთარი თვალით გვენახა იქ შექმნილი ვითარება. ჩავარდნილი სეზონი და ცხელი რუსული ზაფხული - დროებაში.
რუსული ზაფხული - დროება
30 ივლ 202320:12
3 წუთის საკითხავი